თავი 14
ყველაფერში პატიოსანი იყავი
„გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18)
1, 2. რატომ უხარია იეჰოვას, როცა ხედავს, რომ პატიოსნად მოქცევას ვცდილობთ? მოიყვანე მაგალითი.
დედა თავის პატარა ბიჭუნასთან ერთად მაღაზიიდან გამოდის. მოულოდნელად ბავშვი ჩერდება და შეშინებული უყურებს დედას. ბავშვს ხელში პატარა სათამაშო უჭირავს, რომელიც მაღაზიაში აიღო და დაავიწყდა უკან დადება ან დედისთვის იმის თხოვნა, რომ სათამაშო ეყიდა. დაბნეული ბიჭუნა დედას დახმარებას სთხოვს. დედა ამშვიდებს შვილს; ისინი ერთად ბრუნდებიან მაღაზიაში, რომ ბავშვმა სათამაშო დააბრუნოს და ბოდიში მოიხადოს. დედას გული სიხარულითა და სიამაყით ევსება. რატომ?
2 იშვიათად თუ გაახარებს მშობელს რამე ისე, როგორც იმის დანახვა, რომ შვილები აფასებენ პატიოსნებას. ჩვენი ზეციერი მამა, „ჭეშმარიტების ღმერთიც“, იმავეს გრძნობს (ფსალმუნი 31:5). მას სიამოვნებს, როცა გვხედავს, რომ სულიერად ვიზრდებით და ვცდილობთ, პატიოსნები ვიყოთ. ჩვენ გვსურს, ვასიამოვნოთ მას და დავრჩეთ მის სიყვარულში, ამიტომ ვიზიარებთ პავლე მოციქულის სიტყვებს: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18). განვიხილოთ, ცხოვრების რომელ ოთხ სფეროში შეიძლება გაგვიჭირდეს დროდადრო პატიოსნად მოქცევა, შემდეგ კი ვისაუბროთ, რა კურთხევები მოაქვს პატიოსნებას.
პატიოსნები საკუთარ თავთან
3—5. ა) რა გაფრთხილებას გვაძლევს ღვთის სიტყვა, რომ თავი არ მოვიტყუოთ? ბ) რა დაგვეხმარება, რომ საკუთარ თავთან პატიოსნები ვიყოთ?
3 მთავარ სირთულეს საკუთარ თავთან პატიოსნება წარმოადგენს. გამოცხადება 3:17). თავის მოტყუებით ისინი მდგომარეობას იუარესებდნენ.
არასრულყოფილი ადამიანისთვის თავის მოტყუება ადვილია. მაგალითად, ლაოდიკეელ ქრისტიანებს იესომ უთხრა, რომ თავს იტყუებდნენ, თითქოს მდიდრები იყვნენ, მაშინ როცა სულიერად „ღარიბები, ბრმები და შიშვლები“ იყვნენ. მათი მდგომარეობა მართლაც სავალალო იყო (4 შეიძლება ასევე გაგახსენდა მოწაფე იაკობის გაფრთხილება: „თუ ვინმეს თავი ღვთის თაყვანისმცემელი ჰგონია, მაგრამ ენას არ ლაგმავს და თავის გულს აცდუნებს, ფუჭია მისი თაყვანისცემა“ (იაკობი 1:26). თუ ენას არასწორად ვიყენებთ და გვგონია, რომ იეჰოვა მაინც მოიწონებს ჩვენს თაყვანისმცემლობას, თავს ვიტყუებთ. ამ შემთხვევაში იეჰოვასადმი ჩვენი თაყვანისმცემლობა ფუჭი და ამაო იქნება. რა დაგვეხმარება, რომ არ აღმოვჩნდეთ ასეთ სავალალო მდგომარეობაში?
5 ზემოხსენებული სიტყვების თქმამდე იაკობმა ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება სარკეს შეადარა. მან გვირჩია, დავუკვირდეთ ღვთის სრულყოფილ კანონს და შესაბამისად შევიცვალოთ (წაიკითხეთ იაკობის 1:23—25). ბიბლია დაგვეხმარება, პატიოსნები ვიყოთ საკუთარ თავთან, და დაგვანახვებს, რაში გვჭირდება გაუმჯობესება (გოდება 3:40; ანგია 1:5). შეგვიძლია აგრეთვე ვილოცოთ და იეჰოვას ვთხოვოთ, რომ გამოგვცადოს და დაგვანახვოს ჩვენი სერიოზული ნაკლოვანებები და მათ გამოსწორებაში დაგვეხმაროს (ფსალმუნი 139:23, 24). უპატიოსნობა ვერაგი სისუსტეა და ჩვენც ისეთივე თვალსაზრისი უნდა გვქონდეს მასზე, როგორიც ჩვენს ზეციერ მამას აქვს. იგავების 3:32-ში ნათქვამია: „სისაძაგლეა იეჰოვასთვის მზაკვარი ადამიანი, მართლებთან კი ახლოს არის ღმერთი“. მას შეუძლია დაგვეხმაროს, ისე ვიფიქროთ, როგორც თვითონ ფიქრობს და საკუთარ თავს მისი თვალით შევხედოთ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს პავლეს სიტყვები: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“. დღეს სრულყოფილები ვერ გავხდებით, მაგრამ გულწრფელად გვსურს და მთელი გულით ვცდილობთ, პატიოსნები ვიყოთ.
პატიოსნება ოჯახში
6. რატომ უნდა იყოს ცოლ-ქმარი ერთმანეთთან პატიოსანი და რას უნდა მოერიდონ ისინი?
6 პატიოსნება დამახასიათებელი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახისთვის. ცოლ-ქმარი ერთმანეთთან გულახდილი და პატიოსანი უნდა იყოს. ქრისტიანულ ოჯახში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ისეთ მანკიერებებს, როგორიცაა ფლირტი, ინტერნეტით ფარული ურთიერთობა და პორნოგრაფიის ყურება. ზოგიერთი დაქორწინებული ქრისტიანი ასე იქცევა და მეუღლეს უმალავს. ეს უპატიოსნობაა. ყურადღება მიაქციე ერთგული მეფის, დავითის სიტყვებს: „ცრუ ხალხთან არ ვზივარ და თვალთმაქცებთან არ დავდივარ“ (ფსალმუნი 26:4). თუ დაქორწინებული ხარ, არასოდეს ითვალთმაქცო მეუღლესთან!
7, 8. რომელი ბიბლიური მაგალითები დაანახვებს ბავშვებს, რამდენად მნიშვნელოვანია პატიოსნება?
7 გონივრულია, მშობლებმა ბიბლიის დახმარებით დაანახვონ შვილებს, რამდენად მნიშვნელოვანია პატიოსნება. უპატიოსნობის საჩვენებლად შეუძლიათ მოიყვანონ აქანის მაგალითი, რომელმაც იქურდა და შემდეგ დანაშაულის დამალვას ცდილობდა; გეხაზის მაგალითი, რომელმაც გამორჩენის მიზნით მოიტყუა; და იუდას მაგალითი, რომელმაც არაერთხელ იქურდა და იესოს საზიანოდ იცრუა იესო ნავეს ძე 6:17—19; 7:11—25; 2 მეფეები 5:14—16, 20—27; მათე 26:14, 15; იოანე 12:6).
(8 პატიოსნების საჩვენებლად შეუძლიათ მოიყვანონ იაკობის მაგალითი; მან თავის ვაჟებს ურჩია, დაებრუნებინათ ტომრებში ნაპოვნი ფული, რადგან ფიქრობდა, რომ მათში ფული შეცდომით მოხვდა; იფთახისა და მისი ქალიშვილის მაგალითი, რომელიც მამის აღთქმის თანახმად მოიქცა და დიდი მსხვერპლი გაიღო; და იესოს მაგალითი, რომელმაც გახელებულ ბრბოს არ დაუმალა თავისი ვინაობა, რათა წინასწარმეტყველება შეესრულებინა და მეგობრები დაეცვა (დაბადება 43:12; მსაჯულები 11:30—40; იოანე 18:3—11). ამ მაგალითებიდან მშობლებს შეუძლიათ დაინახონ, რომ ღვთის სიტყვა შეიცავს ძვირფას ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც ისინი შვილებს პატიოსნების სიყვარულსა და დაფასებას ასწავლიან.
9. რას უნდა მოერიდონ მშობლები, თუ სურთ, შვილებს პატიოსნება ასწავლონ, და რატომ არის მათი მაგალითი მნიშვნელოვანი?
9 შვილებისთვის პატიოსნების სწავლება მშობლების სერიოზული პასუხისმგებლობაა. მოციქულმა პავლემ იკითხა: „სხვებს ასწავლი და საკუთარ თავს არა? ქადაგებ, არ მოიპაროო და იპარავ?“ (რომაელები 2:21). ზოგიერთი მშობელი აბნევს შვილს — პატიოსნად მოქცევას ასწავლის, თვითონ კი პირიქით იქცევა. ისინი შეიძლება ამართლებენ წვრილმან ქურდობას და ტყუილის თქმას შემდეგი სიტყვებით: „არაფერი დაშავდება, თუ ამას ავიღებ“ ან „ეს უწყინარი ტყუილი იყო“. სინამდვილეში, ქურდობა ქურდობაა და ტყუილი ტყუილია მიუხედავად იმისა, რა ღირს მოპარული ნივთი და რას ეხება ტყუილი ან რამდენად სერიოზულია ის (წაიკითხეთ ლუკას 16:10). * ბავშვები მალე ამჩნევენ თვალთმაქცობას, რამაც შეიძლება ცუდად იმოქმედოს მათზე (ეფესოელები 6:4). მაგრამ ბავშვები თუ მშობლების მაგალითიდან ისწავლიან პატიოსნებას, შესაძლებელია თავიანთი პატიოსნებით მათ წლების შემდეგაც განადიდონ იეჰოვა ამ უპატიოსნო ქვეყნიერებაში (იგავები 22:6).
პატიოსნება კრებაში
10. რას უნდა მოვერიდოთ თანამორწმუნეებთან ურთიერთობისას?
10 თანამორწმუნეებთან ურთიერთობა უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო პატიოსნები გავხდეთ. როგორც მე-12 თავიდან გავიგეთ, ენა უნდა გავაკონტროლოთ, განსაკუთრებით სულიერ და-ძმებთან ურთიერთობისას. ჩვეულებრივი საუბარი ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ჭორაობაში ან ცილისწამებაშიც კი. თუ ისეთ ამბავს გავიმეორებთ, რომელიც დანამდვილებით არ ვიცით, ჩვენ შეიძლება სიცრუის გავრცელებას შევუწყოთ ხელი, ამიტომ კარგი იქნება, ჩვენი ბაგეები დავიმორჩილოთ (იგავები 10:19). მეორე მხრივ, შეიძლება დანამდვილებით ვიცით რაღაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ვთქვათ. ეს შესაძლოა სხვის საქმეში ჩარევა გამოვიდეს ან ამაზე საუბარი უტაქტობა იყოს (1 თესალონიკელები 4:11). ზოგი ადამიანი უხეშ ლაპარაკს იმით ამართლებს, რომ სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მადლიანად და თავაზიანად უნდა ვილაპარაკოთ (წაიკითხეთ კოლოსელების 4:6).
11, 12. ა) როგორ ართულებს მდგომარეობას ზოგჯერ სერიოზული ცოდვის ჩამდენი? ბ) რა სიცრუეს ავრცელებს სატანა სერიოზული ცოდვების შესახებ და როგორ დავიცვათ თავი ამ სიცრუისგან? გ) როგორ შეგვიძლია პატიოსნად მოვიქცეთ იეჰოვას ორგანიზაციაში?
ფსალმუნი 12:2). ზოგი ნახევრად სიმართლეს ამბობს და ყველაზე მთავარს უმალავს უხუცესებს (საქმეები 5:1—11). ხშირად ადამიანები ასე უპატიოსნოდ იმიტომ იქცევიან, რომ სჯერათ იმ სიცრუის, რომელსაც სატანა ავრცელებს (იხილეთ ჩარჩო „ სატანის სიცრუე სერიოზული ცოდვების შესახებ“.).
11 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გულახდილები ვიყოთ კრებაში პასუხისმგებელ ძმებთან. ზოგი, ვინც სერიოზულ ცოდვას სჩადის, მდგომარეობას იმით ართულებს, რომ ცოდვის დამალვას ცდილობს და კრების უხუცესებს ატყუებს, როცა მომხდარის შესახებ ეკითხებიან. ისინი გაორებულ ცხოვრებას იწყებენ — იეჰოვას მსახურებად მოაქვთ თავი და, ამავე დროს, სერიოზულად სცოდავენ. შედეგად, ასეთი ადამიანები სიცრუით ცხოვრობენ (12 ასევე მნიშვნელოვანია, გულახდილები ვიყოთ, როცა იეჰოვას ორგანიზაციას წერილობით ინფორმაციას ვაწვდით. მაგალითად, სამქადაგებლო მსახურების ანგარიშის ბლანკში ზუსტი ინფორმაცია უნდა ჩავწეროთ. ასევე მსახურების გაფართოების მიზნით ანკეტის შევსებისას სწორი ინფორმაცია უნდა ჩავწეროთ ჩვენი ჯანმრთელობის ან სხვა პირადი საკითხების შესახებ (წაიკითხეთ იგავების 6:16—19).
13. როგორ შეგვიძლია პატიოსნების გამოვლენა თანამორწმუნესთან საქმიანი ურთიერთობის დროს?
13 ქრისტიანებმა პატიოსნება თანამორწმუნეებთან საქმიანი ურთიერთობის დროსაც უნდა გამოავლინონ. მაგრამ მათ უნდა გამიჯნონ ასეთი ურთიერთობა თაყვანისმცემლობისგან, რომელსაც სამეფო დარბაზში შეხვედრებისა და სამქადაგებლო მსახურების დროს ასრულებენ. შესაძლოა, ერთ-ერთი ქრისტიანი დამსაქმებელია, მეორე კი — მუშა. თუ დავასაქმებთ და-ძმებს, პატიოსნად უნდა მოვექცეთ მათ, დროულად მივცეთ ხელფასი, რაზეც შევთანხმდით, და გავუწიოთ კანონით 1 ტიმოთე 5:18; იაკობი 5:1—4). თუ დასთან ან ძმასთან ვმუშაობთ, გულმოდგინედ უნდა შევასრულოთ ჩვენი საქმე (2 თესალონიკელები 3:10). ჩვენ არ უნდა მოველოდეთ განსაკუთრებულ მოპყრობას მხოლოდ იმიტომ, რომ დამსაქმებელი თანამორწმუნეა; ის არ არის ვალდებული, რომ სხვებთან შედარებით მეტი თავისუფალი დრო მოგვცეს და შეღავათები გაგვიწიოს (ეფესოელები 6:5—8).
გათვალისწინებული შეღავათები (14. რის გათვალისწინება იქნება გონივრული საქმიანი ურთიერთობის დაწყებისას, და რატომ?
14 მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ საქმე ერთად წამოვიწყეთ, ფული დავაბანდეთ ან სესხი ავიღეთ? ბიბლიაში მოცემულია მნიშვნელოვანი და პრაქტიკული პრინციპი: ყველაფერი დაწვრილებით შეიტანეთ ხელშეკრულებაში! მაგალითად, როცა იერემიამ მიწის ნაკვეთი შეიძინა, მან ორი საბუთი შეადგინა, მოწმეებს ხელი მოაწერინა და საგულდაგულოდ შეინახა (იერემია 32:9—12; იხილეთ აგრეთვე დაბადების 23:16—20). ასე რომ, თანამორწმუნეებთან საქმიანი ურთიერთობის დროს ყველაფრის წერილობით გაფორმება, ხელისმოწერა და დამოწმება უნდობლობაზე არ მეტყველებს. პირიქით, ეს თავიდან აგვარიდებს გაუგებრობას, გულგატეხილობასა და უთანხმოებას. ქრისტიანებს, რომლებიც პარტნიორები არიან, უნდა ახსოვდეთ: არც ერთი საქმე არ ღირს იმად, რომ კრებაში ერთიანობა და მშვიდობა დაირღვეს (1 კორინთელები 6:1—8). *
პატიოსნება ქვეყნიერებაში
15. როგორ უყურებს იეჰოვა უპატიოსნობას საქმიანი ურთიერთობის დროს და, გავრცელებული ტენდენციის მიუხედავად, როგორ იქცევიან ქრისტიანები?
15 ქრისტიანის პატიოსნება მხოლოდ კრებით არ შემოიფარგლება. პავლე წერდა: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18). ჩვენს შემოქმედს სურს, რომ პატიოსნად ვიქცეოდეთ საქმიანი ურთიერთობის დროს. მხოლოდ იგავების წიგნში ოთხჯერ არის ხაზგასმული, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი პინების ქონა (იგავები 11:1; 16:11; 20:10, 23). ძველად გავრცელებული იყო პინებისა და საწონების გამოყენება გასაყიდი საქონლისა და გადასახდელი ფულის ასაწონად. უპატიოსნო ვაჭრები მყიდველების მოსატყუებლად ორნაირ საწონსა და არასწორ პინებს იყენებდნენ. * იეჰოვას სძულს ასეთი საქციელი! მის სიყვარულში რომ დავრჩეთ, საქმიანი ურთიერთობების დროს ყველანაირ უპატიოსნობას უნდა მოვერიდოთ.
16, 17. როგორ ავლენენ ადამიანები დღეს უპატიოსნობას და რა აქვთ გადაწყვეტილი ჭეშმარიტ ქრისტიანებს?
16 სატანა ამ ქვეყნიერების მმართველია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ უპატიოსნობას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით. შესაძლოა ყოველდღე ვხვდებით ცდუნებას, რომ უპატიოსნოდ მოვიქცეთ. ჩვეულებრივ, როცა სამსახურის დასაწყებად მოკლე ბიოგრაფიას წერენ, ადამიანები იტყუებიან და აზვიადებენ ფაქტებს, ვითომდა დიდ ცოდნასა და გამოცდილებას ფლობენ. როცა ავსებენ საიმიგრაციო, საგადასახადო, სადაზღვევო და სხვა ბლანკებს, გამორჩენის მიზნით არასწორ ინფორმაციას წერენ. გამოცდებზე მრავალი მოსწავლე იტყუება; თემებისთვის მასალას ისინი შეიძლება ინტერნეტიდან იღებენ და თავისად ასაღებენ. ხშირად ხალხი ქრთამს სთავაზობს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, რათა საწადელს მიაღწიონ. ამან არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან დღეს ადამიანები „საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . [და] კარგის მოძულეები“ არიან (2 ტიმოთე 3:1—5).
17 ჭეშმარიტ ქრისტიანებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ მსგავსად არასდროს მოიქცნენ. მაგრამ დროდადრო პატიოსნად მოქცევა რთულია, რადგან უპატიოსნო ადამიანები უფრო წარმატებულნი ჩანან (ფსალმუნი 73:1—8). ვინაიდან ჭეშმარიტ ქრისტიანებს სურთ, ყველაფერში პატიოსნები იყვნენ, ისინი შეიძლება ფინანსურად დაზარალდნენ. ღირს პატიოსნება ასეთ მსხვერპლად? უეჭველია, ღირს! გაინტერესებს, რატომ და რა კურთხევები მოაქვს პატიოსნებას?
რა კურთხევები მოაქვს პატიოსნებას?
18. როგორ ფასდება პატიოსნება?
18 ადამიანისთვის ცხოვრებაში ბევრი არაფერია ისე ღირებული, როგორც პატიოსანი, სანდო ადამიანის რეპუტაცია (იხილეთ ჩარჩო „ ვარ პატიოსანი ადამიანი?“). ასეთი რეპუტაციის დამკვიდრება ნებისმიერს შეუძლია. მისი შეძენა დამოკიდებული არ არის ნიჭზე, სიმდიდრეზე, გარეგნობაზე, სოციალურ სტატუსსა თუ ჩვენგან დამოუკიდებელ სხვა ფაქტორებზე. თუმცა ცოტა თუ ცდილობს კარგი სახელის შეძენას (მიქა 7:2). ზოგმა შეიძლება დაგცინოს პატიოსნების გამო, მაგრამ სხვები დააფასებენ შენს პატიოსნებას და ნდობასა და პატივისცემას გამოავლენენ. პატიოსნებამ მრავალი იეჰოვას მოწმის ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესა. მათ შეინარჩუნეს სამუშაო იმ უპატიოსნო მუშებისგან განსხვავებით, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვეს, ან იშოვეს სამსახური მაშინ, როცა პატიოსან მუშებზე დიდი მოთხოვნილება იყო.
19. როგორ მოქმედებს პატიოსნება ჩვენს სინდისსა და იეჰოვასთან ურთიერთობაზე?
19 შენ შემთხვევაში ასე რომც არ მოხდეს, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ პატიოსნება უფრო დიდ კურთხევებს მოგიტანს. შენ სუფთა სინდისი გექნება, რის შესახებ პავლეც წერდა: „დარწმუნებულნი ვართ, რომ სუფთა სინდისი გვაქვს“ (ებრაელები 13:18). ჩვენი ზეციერი მამისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება შენი პატიოსნება; მას უყვარს ასეთი ადამიანები (წაიკითხეთ ფსალმუნის 15:1, 2 და იგავების 22:1). პატიოსნება დაგეხმარება, დარჩე ღვთის სიყვარულში, რაც უდიდესი ჯილდოა. შემდეგ თავში განვიხილავთ პატიოსნებასთან დაკავშირებულ საკითხს: როგორ უყურებს იეჰოვა შრომას?
^ აბზ. 9 კრებაში უხუცესებმა შეიძლება სამართლებრივი წესით განიხილონ საქმე, თუ ვინმე სხვებისთვის ზიანის მიყენების მიზნით იტყუება.
^ აბზ. 14 რჩევები, რომლებიც საქმიანი ურთიერთობის დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას ეხება, იხილეთ დანართში „უთანხმოებების მოგვარება საქმიანი ურთიერთობის დროს“.
^ აბზ. 15 მოგების მიზნით, ისინი ერთ საწონს საქონლის საყიდლად იყენებდნენ, მეორეს კი — გასაყიდად. ვაჭრობის დროს კლიენტის მოსატყუებლად მათ შესაძლოა ასევე ჰქონდათ სასწორი, რომელსაც ერთი მხარე მეორეზე გრძელი ან მძიმე ჰქონდა.