ინდონეზია
კომუნისტების ამბოხებას გადავურჩი
რონალდ ჯაკა
-
დაიბადა: 1928 წ.
-
მოინათლა: 1941 წ.
-
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 25 წელზე მეტი მსახურობდა ინდონეზიის ფილიალის მსახურად (ასე უწოდებდნენ უწინ ფილიალის კოორდინატორს).
ათას ცხრაას სამოცდახუთი წლის 1 ოქტომბერი თენდებოდა, როცა ინდონეზიის კომუნისტური პარტიის ჯარმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით ექვსი ცნობილი გენერალი მოკლა. ამას სახელმწიფოს მხრიდან დაუყოვნებელი და უმოწყალო რეაქცია მოჰყვა. ქვეყანაში ეს დაპირისპირება „აღვირახსნილ ძალადობად“ შერაცხეს. დაახლოებით 500 000 კომუნისტი ულმობლად გამოასალმეს სიცოცხლეს.
აჯანყების ჩახშობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ერთ-ერთმა სამხედრო მეთაურმა, მითხრა, რომ ჩემი სახელი პირველი იყო კომუნისტების მიერ შედგენილ რელიგიურ ლიდერთა სიაში, რომელთა განადგურებასაც ისინი აპირებდნენ. მან ჩემთვის გათხრილი საფლავის ნახვაც კი შემომთავაზა, რაზეც თავაზიანად ვუთხარი უარი. არ მინდოდა, რომ პოლიტიკურად ასეთ დაძაბულ ვითარებაში ვინმეს მის გვერდით დავენახე და ჩემი ქრისტიანული ნეიტრალიტეტი ეჭვქვეშ დაეყენებინა.