ღმერთი იწვევს ჩვენს ტანჯვას?
ბიბლია გვპასუხობს:
ბიბლია ხაზგასმით ამბობს, რომ ამაში იეჰოვა ღმერთს არ მიუძღვის ბრალი. მას განზრახული არ ჰქონდა, რომ ადამიანებს ეტანჯათ. მაგრამ პირველი წყვილი ღვთის მმართველობის წინააღმდეგ წავიდა და არჩია, თავად გადაეწყვიტა, რა იყო კარგი და რა — ცუდი. ისინი ჩამოშორდნენ იეჰოვას და თავს დაიტეხეს უამრავი პრობლემა.
დღეს მათი არასწორი გადაწყვეტილების შედეგებს ჩვენც ვიწვნევთ. მაგრამ ღმერთი ნამდვილად არ არის ამაში დამნაშავე.
ბიბლიაში ვკითხულობთ: „განსაცდელის დროს ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო, რადგან შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (იაკობი 1:13). უბედურება შეიძლება იმასაც დაატყდეს თავს, ვინც ღვთის მოწონებას იმსახურებს.