არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები ტაილანდელ სკოლის მოსწავლეებს ეხმარებიან

იეჰოვას მოწმეები ტაილანდელ სკოლის მოსწავლეებს ეხმარებიან

2012 წლის დეკემბრის დასაწყისში იეჰოვას მოწმეებმა ტაილანდში სპეციალური კამპანია წამოიწყეს სკოლის მოსწავლეების დასახმარებლად. ოცმა იეჰოვას მოწმემ ქალაქ ბანგკოკში სხვადასხვა სკოლა მოინახულა. ისინი შეხვდნენ თითოეული სკოლის დირექციის წარმომადგენლებს და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის 2012 წლის ოქტომბრის ნომერი მიაწოდეს, სადაც მოცემულია სტატიათა სერია „როგორ ვისწავლო სკოლაში უკეთესად?“.

ეს კამპანია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ მოწმეებმა ის მთელი ქვეყნის მასშტაბით განავრცეს. დაახლოებით წელიწად-ნახევარში ისინი 830 სკოლას დაუკავშირდნენ; როგორც გაირკვა, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც მზად იყვნენ, სიხარულით მიეღოთ „გამოიღვიძეთ!“-ის ეს ნომერი. მასზე იმდენად დიდი მოთხოვნილება იყო, რომ ყველას დასაკმაყოფილებლად მისი სამჯერ დაბეჭდვა გახდა საჭირო. თავდაპირველად 2012 წლის ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ის 30 000 ეგზემპლარი დაიბეჭდა. თუმცა იმის გამო, რომ ამ ნომერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კიდევ 650 000-ზე მეტი ეგზემპლარი გავრცელდა!

სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მასწავლებლები მაშინვე მიხვდნენ, რომ ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ საკმაოდ ღირებულ ინფორმაციას შეიცავდა. ერთმა მასწავლებელმა თქვა: „ეს ჟურნალი მოსწავლეებს დაეხმარება, უფრო დაუახლოვდნენ თავიანთ ოჯახის წევრებს და კარგი მიზნები დაისახონ“. ზოგ სკოლაში სასწავლო პროგრამაშიც კი ჩართეს ჟურნალში მოცემული მასალა, სხვაგან კი ამ მასალას მოწაფეების კითხვაში დასახელოვნებლად იყენებდნენ. ერთ სკოლაში ამ მასალაზე დაფუძნებით მოსწავლეებს თემის დაწერა სთხოვეს და ისინი, რომლებმაც საუკეთესო თემა დაწერეს, დააჯილდოვეს კიდეც.

ერთმა გოგონამ გულწრფელი მადლიერება გამოთქვა ამ ჟურნალში მოცემული სტატიისთვის „სიმსუქნე ახალგაზრდებში“. მან აღნიშნა, რომ სიმსუქნე უფრო და უფრო ბევრის პრობლემა ხდება. მან ისიც თქვა, რომ მის მეგობრებს ძალიან ეუხერხულებათ ამ საკითხზე სხვებთან საუბარი, ამიტომ დასძინა: „მადლობთ ასეთი გასაგები და პრაქტიკული რჩევებისთვის, რომელთა გამოყენებაც მეტად მარტივია“.

ამ ჟურნალში მოცემული ინფორმაციისთვის არანაკლებ მადლიერნი იყვნენ მშობლებიც. ერთმა ქალმა ამ ჟურნალისთვის მადლობა გადაუხადა მასთან მისულ იეჰოვას მოწმეებს: „ეს რჩევები ძალიან გამოადგა ჩემს ქალიშვილს, რომ უკეთ ესწავლა სკოლაში“.

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ტაილანდში, პიჩაი პეტრატიოტინი აღნიშნავს: «ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ მოცემულია ბიბლიური სიბრძნით გაჯერებული რჩევები, რომლებმაც ჟამთა სვლას გაუძლო და რომლებიც დღემდე არ კარგავს ფასს. იეჰოვას მოწმეებს კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს განათლებას, ამიტომ ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია ეს ჟურნალი ყველას უსასყიდლოდ მივაწოდოთ».