არჩეულ მასალაზე გადასვლა

ფოტოგალერეა ბრიტანეთი (2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით, ნაწილი 3)

ფოტოგალერეა ბრიტანეთი (2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით, ნაწილი 3)

ამ ფოტოგალერეიდან შეიტყობთ, როგორ მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეების ფილიალის მშენებლობა ბრიტანეთში 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით.

2016 წლის 13 სექტემბერი (ფილიალის სამშენებლო ტერიტორია)

ექსკავატორი მიწას თვითმცლელში ყრის. მშენებლობის დაწყებამდე მიწას თხრიან და სხვაგან გადააქვთ.

2016 წლის 15 სექტემბერი (დამხმარე შენობების ტერიტორია)

ელექტრიკოსები კაბელებს ამაგრებენ. ფილიალის ახალი კომპლექსის მშენებლობის განმავლობაში აქ განთავსდება დროებითი ოფისები და სასადილო.

2016 წლის 19 სექტემბერი (ფილიალის სამშენებლო ტერიტორია)

ზემოდან გადაღებულ ფოტოზე ჩანს წრიული გზა და ფილიალამდე მისასვლელი გზა. სურათზე მარცხნივ ჩანს ტერიტორია, სადაც გაშენდება ბაღი და მოეწყობა ტბორი. გარდა ამისა, გაკეთდება სპეციალური ღობე იმისთვის, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და სტუმრებმა შეძლონ ტერიტორიის დათვალირება.

2016 წლის 3 ნოემბერი (ფილიალის სამშენებლო ტერიტორია)

სამშენებლო ტერიტორიაზე შეგროვილ ბეტონს აქუცმაცებენ და შემდეგ გზების დასაგებად იყენებენ.

2016 წლის 4 ნოემბერი (ფილიალის სამშენებლო ტერიტორია)

მშენებლებს დროებითი და მუდმივი გზები გაჰყავთ. ამისთვის ისინი გეოტექსტილის თეთრ რულონებს იყენებენ, რომელიც გზის საფარის მდგრადობას უწყობს ხელს. სურათის მარჯვენა კუთხეში ჩანს მიწის სატკეპნი მანქანა, რომელიც გეოტექსტილის დაგებამდე მიწას ასწორებს.

2016 წლის 5 ნოემბერი (ფილიალის გადატანასთან დაკავშირებული შეხვედრა)

სამშენებლო კომიტეტმა ბრიტანეთის ფილიალის გადატანასთან დაკავშირებით ორგანიზება გაუწია 18 შეხვედრას ბრიტანეთსა და ირლანდიაში. მთლიანობაში ამ შეხვედრებს 15 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე დაესწრო და ბევრმა მათგანმა სამშენებლო პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

2016 წლის 28 ნოემბერი (ფილიალის სამშენებლო ტერიტორია)

გამწვანებაზე მომუშავე ჯგუფი ახლად დარგული თეთრი ტირიფის გარშემო ნიადაგს ანოყიერებს. მთლიანობაში ფილიალის ტერიტორიაზე 700-ზე მეტი ხე დაირგო. ტბორი იმისთვის არის მოწყობილი, რომ ძლიერი წვიმების დროს ტერიტორია არ დაიტბოროს და წყალი მასში დაგუბდეს. შემდეგ მოხდება დაგუბებული წყლის გადინება.

2016 წლის 5 დეკემბერი (ფილიალის სამშენებლო ტერიტორია)

ნისლიანი დღის მიუხედავად, მიწის გაზიდვის სამუშაოები ჩქარი ტემპით მიმდინარეობს, რათა მიწის ზედაპირის მოსწორება მალე დასრულდეს. კონტრაქტორებმა დაახლოებით 160 000 ტონა ნარჩენები გაიტანეს თვითმცლელებით, რომლებიც 10 000-ზე მეტჯერ გაავსეს.

2016 წლის 6 დეკემბერი (ფილიალის სამშენებლო ტერიტორია)

გამწვანებაზე მომუშავე ჯგუფი ამზადებს ნიადაგს ცოცხალი ღობისთვის იმ ბაღის გარშემო, სადაც ადგილობრივი ჯიშის მცენარეებია დარგული. ამ ბაღში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 სახეობის ხე და 16 ჯიშის მცენარე დაირგა.

2016 წლის 19 დეკემბერი (საცხოვრებელი სახლები)

სურათზე მარცხნივ ჩანს მიწის საბურღი მანქანა, რომელიც საცხოვრებელი შენობის საძირკვლისთვის მიწას თხრის. თავდაპირველად მიწა იბურღება, შემდეგ ამობურღული ადგილი ბეტონით ივსება. ბოლოს, როგორც სურათის ცენტრში ჩანს, კონტრაქტორები ჩასხმულ ბეტონში არმატურას დებენ. საცხოვრებელი სახლებისთვის 360-ზე მეტი ბეტონის სვეტი ჩაისხა.

2016 წლის 29 დეკემბერი (ფილიალის სამშენებლო ტერიტორია)

სუსხიან დილას სანტექნიკოსი წყლის მილებს აერთებს, რომლებიც დროებით ოფისებს წყლით მოამარაგებს.

2017 წლის 16 იანვარი (ფილიალის სამშენებლო ტერიტორია)

სამშენებლო ტერიტორიაზე არსებულ პატარა ტბას ექსკავატორით შლამისა და ნარჩენებისგან ასუფთავებენ. საჭირო გახდა კიდევ რამდენიმე დაბინძურებული პატარა ტბის გასუფთავება. ტბების გარშემო ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიწა ეროზიისგან დაცული იქნება და შემცირდება მისი დატბორვის რისკი. ტბების აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე 2 500-ზე მეტი თევზი სხვა ტბებში უსაფრთხოდ გადაიყვანეს.

2017 წლის 17 იანვარი (საცხოვრებელი სახლები)

სურათზე ჩანს ხედი აღმოსავლეთიდან. მიმდინარეობს ორი საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ჩასხმის სამუშაოები. მარჯვენა კუთხეში საძირკვლის ხიმინჯები მოჩანს. მარცხენა კუთხეში ვხედავთ, რომ საძირკვლის ხიმინჯებზე დასხმულია ბეტონი. სურათის ცენტრში ჩანს, რომ მიმდინარეობს საძირკვლისთვის მიწის ბურღვა და ბეტონის ჩასხმა.

2017 წლის 23 იანვარი (დამხმარე შენობების ტერიტორია)

სტუმრებისთვის განკუთვნილ შენობაში მოხალისე შეღებვამდე კარის ირგვლივ ღარებს ავსებს. ამ შენობაში სტუმრები დაათვალიერებენ პროექტის მაკეტს და შემაღლებული ადგილიდან მიადევნებენ თვალს მშენებლობის პროცესს.

2017 წლის 14 თებერვალი (საცხოვრებელი სახლები)

მშენებლები ამონტაჟებენ კოშკურა ამწის საბრუნ მექანიზმს. ამ ამწით, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, შესაძლებელია 18 ტონამდე ტვირთის გადაადგილება.

2017 წლის 15 თებერვალი (საცხოვრებელი სახლები)

მშენებელი ბეტონის ძელს სასურველ სიმაღლეზე ჭრის, რის შემდეგაც არმატურაზე ბეტონს დაასხამენ.

2017 წლის 17 თებერვალი (ფილიალის სამშენებლო ტერიტორია)

ელექტრიკოსები ფიქალის ქვით დაფარულ კედელზე ამონტაჟებენ წარწერას JW.ORG, რომელიც ფილიალში შესასვლელი გზის ორივე მხარეს იქნება განთავსებული.

2017 წლის 17 თებერვალი (ფილიალის სამშენებლო ტერიტორია)

ზემოდან გადაღებულ სურათზე ჩანს ფილიალის შესასვლელთან მდებარე წრიული გზა. სურათზე მარცხნივ ჩანს ახლად დამონტაჟებული წარწერები JW.ORG, რომლებიც გამვლელებსა და სტუმრებს ფილიალის ადგილმდებარეობას ამცნობს. ტბორი და მის ირგვლივ გაშენებული ბაღი კიდევ უფრო გაალამაზებს ფილიალის შესასვლელს.

2017 წლის 24 თებერვალი (საცხოვრებელი სახლები)

კოშკურა ამწის ისარი 65 მეტრის რადიუსში მოძრაობს, რაც 5-დან 4 საცხოვრებელი შენობის ტერიტორიას მოიცავს. კონტრაქტორები ბეტონს ასხამენ. აქ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ავტოსადგომი განთავსდება. საძირკვლის ირგვლივ მზად არის რკინის კონსტრუქცია იმისთვის, რომ ჩაისხას საცხოვრებელი შენობის სვეტები და აშენდეს კედლები.