არჩეულ მასალაზე გადასვლა

არიან იეჰოვას მოწმეები ქრისტიანები?

არიან იეჰოვას მოწმეები ქრისტიანები?

 დიახ. ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ადასტურებს, რომ ქრისტიანები ვართ:

  •   ჩვენ ვცდილობთ, ზუსტად მივყვეთ იესოს სწავლებებსა და ცხოვრების წესს (1 პეტრე 2:21).

  •   ჩვენ გვჯერა, რომ ხსნა მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი, „რადგან არ არსებობს ცის ქვეშ კაცთა შორის სხვა სახელი, რომელიც გვიხსნის“ (საქმეები 4:12).

  •   როდესაც ვინმე იეჰოვას მოწმე ხდება, ის იესოს სახელით ინათლება (მათე 28:18, 19).

  •   ჩვენ იესოს სახელით ვლოცულობთ (იოანე 15:16).

  •   ჩვენ გვჯერა, რომ იესო ყველა ადამიანის თავი, ანუ ზედამხედველია (1 კორინთელები 11:3).

 ამ ყველაფრის მიუხედავად, სხვა ქრისტიანულ რელიგიურ ჯგუფებსა და ჩვენ შორის დიდი სხვაობაა. მაგალითად, გვჯერა ბიბლიური სწავლების, რომ იესო ღვთის ძეა და არა სამების ნაწილი (მარკოზი 12:29). ჩვენ არ გვწამს სულის უკვდავების. არც ჯოჯოხეთის არსებობის გვჯერა, რადგან ბიბლიაში გაკვრითაც კი არ არის მოხსენიებული, რომ ღმერთი ადამიანებს მარადიულად ტანჯავს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ რელიგიურ წინამძღოლებს არ უნდა ჰქონდეთ ისეთი ტიტულები, რომლებიც მათ სხვებზე აღმატებულად წარმოაჩენდა (ეკლესიასტე 9:5; ეზეკიელი 18:4; მათე 23:8–10).